როდიდან ველოდოთ ტემპერატურის კლებას? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

როდიდან ველოდოთ ტემპერატურის კლებას? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალ, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

27 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.

1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3-5 გრადუსით მოიმატებს.

myquiz