ყველაზე სუფთა სოფელი, ქუჩა და ეზო ზუგდიდში | Allnews.Ge

ყველაზე სუფთა სოფელი, ქუჩა და ეზო ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსის შედეგად ყველაზე სუფთა სოფელი, ქუჩა და ეზო გამოავლინა. კონკურსი, რომელიც მაისში დაიწყო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრ"-ის მიერ იყო ორგანიზებული.

კონკურსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" კონკურსის - "სუფთა რეგიონი" - ფარგლებში ჩატარდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ყველაზე სუფთა სოფლად დასახელდა:

1-ანაკლია

2-დარჩელი

3-რიყე

4-ორსანტია

5-შამგონა

ყველაზე სუფთა ქუჩა:

1-რიყე (აღმაშენებლი ქუჩა)

2-შამგონა (გამსახურდიას ქუჩა)

3-დარჩელი (ზვიად გამსახურდიას ქუჩა)

4-ანაკლია (რუსთაველის ქუჩა)

5-ორსანტია (აღმაშენებლის ქუჩა)

ყველაზე სუფთა ეზო:

1-ახალაბასთუმანი (პაატა გოგელიას ეზო)

2-ახალსოფელი (გოგი ჩქვანავას ეზო)

3-კახათი (მურთაზ ნარმანიას ეზო)

4-დარჩელი (ოთარ კოდუას ეზო)

5-შამგონა (ელგუჯა შარიას ქუჩა)

შეხვედრაზე "ზუგდიდდასუფთავების ცენტრი"-ს დირექტორმა, ნუგზარ მალაშხიამ მუნიციპალიტეტში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით.

myquiz