"რედისონის" წინ ე.წ. ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა | Allnews.Ge

"რედისონის" წინ ე.წ. ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, ვარდების მოედანზე, სასტუმრო "რედისონის" წინ, მსუბუქი ავტომანქანა და მუნიციპალურ ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

"საქმის მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო. მძღოლი დაჯარიმდება", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

myquiz