შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. წყალზე მაშველები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე სიტყვიერადაც აფრთხილებენ, რომ საგუშაგოებზე თეთრი ალმების აღმართვამდე, წყალში შესვლა აკრძალულია.

myquiz