ბათუმში მოსახლეობის ნაწილმა შშმ ბავშვთა ატრაქციონების აღება მოითხოვა | Allnews.Ge

ბათუმში მოსახლეობის ნაწილმა შშმ ბავშვთა ატრაქციონების აღება მოითხოვა

ბათუმში მოსახლეობის ნაწილმა შშმ ბავშვთა ატრაქციონების აღება მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ქალაქის მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებიც.

"ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო. ატრაქციონებზე დატანილია სპციალური ნიშანი. სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები. მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება", - აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

myquiz