როგორ უნდა გავიგოთ თუ მართვის მოწმობაზე ქულები გვაკლდება? | Allnews.Ge

როგორ უნდა გავიგოთ თუ მართვის მოწმობაზე ქულები გვაკლდება?

2017 წლის 1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში აკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას იწვევს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა მიენიჭა, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ და რამდენი დაგრჩათ მართვის მოწმობაზე? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მოქალაქეებს ქულების დაკლების შესახებ შეატყობინოს შემდეგი გზებით:

დარღვევის გამო ქულის დაკლების შემთხვევაში ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მყისიერად მოგივათ. თუ ტელეფონის ნომერს შეიცვლით, ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს უნდა შეატყობინოთ, რათა ინფორმაცია უკვე ახალ ნომერზე მიიღოთ;

დარღვევები, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ყველაზე მეტი ქულა დააკლდათ

დარღვევა, რომელზეც ერთ თვეში 11 757 ჯარიმა დაიწერა

დაკლებული ქულა მითითებულია ქვითარზე, რომელსაც საპატრულო პოლიცია მძღოლს დარღვევების გამო უწერს;

დარღვევებისა და ჯარიმების შესახებ, შეგიძლიათ, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეც მიიღოთ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

myquiz