როდის უნდა ველოდოთ შემოდგომის პირველ წვიმას? | Allnews.Ge

როდის უნდა ველოდოთ შემოდგომის პირველ წვიმას?

23-26 სექტემბერს ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის პროგნოზით, 22 სექტემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, - "ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 30-35 გრადუსი იქნება, ხოლო სანაპირო რაიონებში 22-27 გრადუსი. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება," - განმარტავს დოდო გვაზავა.

23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და მოსალოდნელი ტემპერატურა არის დაახლოებით, 23-დან 28 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება კვლავ 27-32 გრადუსი.

დოდო გვაზავას თქმით, არამდგრადი ამინდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 26 სექტემბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ დღეებში კი ჰაერის ტემპერატურა, სავარაუდოდ, მოიმატებს.

myquiz