ლაგუნა ვერესთან ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია | Allnews.Ge

ლაგუნა ვერესთან ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია

"ლაგუნა-ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

დამწვარია ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, "ლაგუნა-ვერესთან" ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ნავთობკომპანია "ფრეგოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა, ავტოგასამართ სადგურზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.

"ჩვენმა ოპერატორებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ცეცხლმაქრები გამოეყენებინათ და დაუდევრობით გაჩენილი ხანძარი სახანძროს მოსვლამდე როგორმე შეეჩერებინათ. დაკვამლიანება უკანა ნაწილიდან დაიწყო. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაუდევრობითაა გაჩენილი. როგორც ჩანს, რომელიმე მოქალაქემ სიგარეტი მოისროლა. ტერიტორია მთლიანად გამხმარი ბალახითაა დაფარული და აქედან გამომდინარე, ცეცხლი ავტოგასამართი სადგურისკენ წამოვიდა", - განაცხადა მურმან პატარაიამ.

myquiz