როდის უნდა ჩავიტაროთ გრიპის ვაქცინა? | Allnews.Ge

როდის უნდა ჩავიტაროთ გრიპის ვაქცინა?

ოქტომბრის თვე ითვლება ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდად იმისათვის, რომ ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო აცრის მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს.

"მომზადება ჩვეულებრივ იწყება არა იანვარში როცა, ეს ვირუსებია, არამედ, მომზადება მანამდეა საჭირო. სახელმწიფოს მიერ წელს დაახლოებით 30 000 დოზამდე ვაქცინაა შეძენილი განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისათვის. ახლა იწყება განაწილება სახელმწიფო აცრის განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებზე. ესაა პირველ რიგში დიალეზზე მყოფი პაციენტები, დიაბეტიანი 13 წლამდე ასაკის ბავშვები, ბავშვთა სახლებში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვები, მოხუცებულთა სახლებში კომპაქტურად ჩასახლებული მოხუცები და ექიმები, რომლებიც ასევე ყველაზე მაღალი რისკია გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების. დანარჩენები კერძო სექტორში უნდა აიცრან. რამდენადაც ჩვენ ვიცით, შემოტანილი აქვთ უკვე წლევანდელი სეზონისათვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინები. ოქტომბრის თვე ითვლება ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდად იმისათვის, რონ ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა",- განაცხადა იმნაძემ.

myquiz