ლაგუნა ვერესთან ხანძარია | Allnews.Ge

ლაგუნა ვერესთან ხანძარია

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ბალახსა და ხეებს უკიდია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება მათთან ცოტა ხნის წინ შევიდა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

myquiz