გლდანში მოსახლეობის ნაწილს გაზი ავარიულად შეუწყდა | Allnews.Ge

გლდანში მოსახლეობის ნაწილს გაზი ავარიულად შეუწყდა

თბილისში, გლდანის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დღეს, 13:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ლაზოს, ( ახლანდელი გელა ჭედიას ქუჩა ) მონასტრის, წყალსადენის, ტაძრის კერძო სექტორის მოსახლეობას, წყალსადენის ქუჩა № 7-ში მდებარე სასტუმრო "ბახტრიონში" მცხოვრებ მოსახლეობას, ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს: შპს "რენტა - 2008", შპს "ოპტიმუს ჯგუფი", შპს "მშენებელი 80", შპს "ჯი ელ ემ", მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერი, შპს "გალფი", შპს "ფუდ მენეჯმენტ გრუპი", სს "თბილისური საფუარი", შპს "ქარ ფოინთი", შპს "ნიუ ქონსთრაქშენს ტექნოლოჯი", შპს "ფესები", შპს "შადრევანი" და სხვა. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.

myquiz