დარღვევები, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ყველაზე მეტი ქულა დააკლდათ | Allnews.Ge

დარღვევები, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ყველაზე მეტი ქულა დააკლდათ

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან უკვე 2 თვეზე მეტი გავიდა. მძღოლებს 50-ზე მეტი დარღვევის გამო ქულები 1 ივლისიდან აკლდებათ. Allnews.ge-სთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, თბილისში სულ 107 433,კახეთში 7 781, მცხეთაში 5 208, შიდა ქართლში 9 027, ქვემო ქართლში 19 545, სამცხეში 5 435, იმერეთში 24 483, გურიაში 8 979, სამეგრელოში 9 389, ხოლო აჭარაში 26 331 ჯარიმა დაიწერა.

დარღვევა, რომელზეც ერთ თვეში 11 757 ჯარიმა დაიწერა

10 ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები აკლდებათ

ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა დარღვევები რეგიონების მიხედვით, რის გამოც მძღოლებს ყველაზე მეტი ქულა დააკლდათ. ესენია:

თბილისი

მძღოლებს 30 ქულა სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემის გამო დააკლდათ. საპატრულო პოლიციამ 1 თვეში 10 ასეთი ჯარიმა გამოწერა.

პოლიციამ 113 საჯარიმო ქვითარი 120-ე  მუხლით გათვალიწინებული დარღვევების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის გამო გამოწერა. შედეგად, მძღოლებს 30 ქულა დააკლდათ.  ამდენივე ქულის დაკლება სამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართვის გამო დააკლდათ. ამდენივე ქულის ჩამოკლება 122-ე მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს მოჰყვა, რომელთაც სხეულის ან ქონების მსუბუქი დაზიანება გამოიწვიეს.

თბილისში ყველაზე მეტი, 35 ქულის დაკლება კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების, გადაადგილების ან პოლიციელის იმ მითითების შეურულებლობამ გამოიწვია, რასაც საავარიო სიტუაციის შექმნა მოჰყვა.

კახეთი

კახეთში 30 ქულა ერთ მძღოლს ავტომობილის ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის გადაცემის გამო დააკლდა, ამდენივე ქულის ჩამოკლება 21 შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლის შეუსრულებლობამ გამოიწვია.

35 ქულა კი მძღოლებს შემდეგი დარღვევის გამო დააკლდათ: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების, გადაადგილების ან პოლიციელის იმ მითითების შეურულებლობამ გამოიწვია, რასაც საავარიო სიტუაციის შექმნა მოჰყვა.

მცხეთა

ქალაქში 30 ქულიანი სამართალდარღვევა, კერძოდ,უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა ერთ თვეში 8-ჯერ დაფიქსირდა. ამდენივე ქულა დააკლდათ მოქალაქეებს, რომელთაც 120-ე მუხლი ის ნაწილები დაარღვიეს, რომელთაც ქონების ან ადამიანის სხეულის დაზიანება მოჰყვა.

შიდა ქართლი

რეგიონში გავრცელებული 30 ქულიანი დარღვევაა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის ავტომობილის სამართავად გადაცემა, ხოლო ერთი 35 ქულიანი დარღვევა გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების, გადაადგილების ან პოლიციელის იმ მითითების შეურულებლობამ, რასაც საავარიო სიტუაციის შექმნა მოჰყვა.

ქვემო ქართლი

რეგიონში ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან მხოლოდ პირველი ერთი თვის განმავლობაში 29 ქვითარი ავტომობილის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემამ გამოიწვია. შედეგად, მძღოლებს 30 ქულა დააკლდათ.

რეგიონში ასევე 1 წლის განმავლო ბაში შემდეგი დარღვევების განმეორების 28 შემთხვევა დაფიქსირდა: ავტომობილის არასწრულწლოვნისთვის ან ისეთი პირისთვის გადაცემას გულისხმობს, რომელსაც მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს. დარღვევების გამო მძღოლებს ასევე 30 ქულა დააკლდათ.

აღნიშნული დარღვევები, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის ჩათვლით ლიდერობს სამცხეში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სეზონის აქტუალურობის გამო, აქ გამოწერილ ყველაზე მაღალქულიან ჯარიმებს გთავაზობთ:

თერთმეტი ჯარიმა გამოიწერა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის ავტომობილის სამართავად გადაცემის გამო; რაც გულისხმობს მართვის მოწმობის ჩამორთმევას.

მძღოლებს 30 ქულა დააკლდათ შეჩერებული მართვის უფლების მიუხედავად, ავტომობილის ექსპლუატაციის, ასევე დაკარგულ ან დაზიანებულ და მის ნაცვლად დარეგისტრირებულ ავტომობილებთან დაკავშირებით პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და ავტომობილის არასრულწლოვნისთვის გადაცემის გამო, იმ შემთხვევაში თუ მათ ეს დარღვევების 1 წლის განმავლობაში გაიმეორეს. ამ დარღვევებზე 147 ჯარიმა დაიწერა.

35 ქულის დაკლება გამოიწვია იმ დარღვევებმა, რომლებსაც მოჰყვა საავარიო სიტუაციის შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება. თუმცა, ამ დარღვევაზე საპატრულო პოლიციამ 1 თვის განმავლობაში 1 საჯარიმო ქვითარი გამოწერა.

კიდევ ერთი ყველაზე "მაღალქულიანი" დარღვევა, რომელსაც 30 ქულის დაკლება მოჰყვა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაა. დარღვევის გამო 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე საპატრულო პოლიციამ 45 საჯარიმო ქვითარი გამოწერა.

როგორ აფასებენ საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები აღნიშნულ მონაცემებს?

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავჯმდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, რომ ახალმა რეგულაციებმა საგზაო მოძრაობის წესების დარეგულირებას ხელი შეუწყო, რადგან 10-12%-ით არის შემცირებული როგორც ავტოავარიების რაოდენობა, ისე მგზავრთა და ქვეითთა დაშავება და დაღუპვა, რაც პოზიტიურია, თუმცა ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება:

"ჩვენ გვინდა, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები კიდევ უფრო შემცირდეს, მაგრამ ცხადია, ეს ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება, რადგან დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს მოქალაქეების ქცევის შეცვლა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. როდესაც პარლამენტში 100 ქულიან სისტემას განიხილავდნენ, ყველაზე მაღალი ქულები მიენიჭა იმ რისკებს, რომლებსაც მძიმე შედეგები მოჰყვება. ასეთი დარღვევების რაოდენობა კი შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო ზოლში გადასვლაზე. ასევე შემცირებულია ისეთი დარღვევები, რომლებიც მანევრირების წესებს უკავშირდება და ავტოავარიების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია," - განარტავს ეკა ლალიაშვილი.

მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს "ეკო ტრასნპორტ საქართველოს" ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძეც პოზიტიურად აფასებს, თუმცა ამავდროულად, განმარტავს, რომ კანონში არსებობს ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას:

"ასეთი ხარვეზია მართვის მოწმობის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში ჩამორთმევა და შემდეგ მისი უკან დაბრუნება. ამ დროს მძღოლებს მართვის უფლება 6 თვით უჩერდებათ, თუმცა თუ ისინი 1 000 ლარს გადაიხდიან, შეუძლიათ, მართვის მოწმობა 3 თვით ადრეც დაიბრუნონ, რაც ჩემი აზრით, დიდი ხარვეზია. ამ მიმართულებით რეგულაციები კიდევ უფრო მკარცი უნდა იყოს".

ვასო ურუშაძის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უწვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევები შემცირებულია, რადგან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე, მოძრაობის ამ წესს მძღოლები ხშირად არღვევდნენ.

"გარდა 30 ქულის დაკლებისა, საპირისპირო ზოლში მოძრაობის შემთხვევაში მძღოლები 50 ლარის ნაცვლად უკვე 200 ლარით ჯარიმდებიან, შესაბამისად, ბევრი მათგანი ცდილობს, რომ ღერძულა ხაზი არ გადაკვეთოს. სამწუხაროდ, საქართველოს საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურა არ არის თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ხშირად, ვიწრო ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობაა მოწყობილი, სადაც გასწრება არ შეიძლება, ეს კი მოძრაობას აფერხებს. ცხადია, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი ხარვეზია, ამიტომ ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევების შესამცირებლად, ხელისუფლებამ ამაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება", - აღნიშნავს "ეკო ტრანსპორტ საქართველოს" ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისას მთავარი იარაღი თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა იყოს, რაშიც ვიდეოკამერები და ფოტოფიქსატორები იგულისხმება.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ ქულები სრულად 1 მძღოლს ამოეწურა.

 

myquiz