ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება | Allnews.Ge

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.

myquiz