თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 კვების ობიექტი იხსნება | Allnews.Ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 კვების ობიექტი იხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვების ახალი ობიექტები იხსნება, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს მოემსახურება. უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განმარტებით, სასადილოების გახსნა სტუდენტური კვების მოწესრიგებას ემსახურება.

სასწავლო წლის დაწყებისთვის სტუდენტების მისაღებად 5 კვების ობიექტი იქნება მზად. თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, კვების ობიექტები გაიხსენება პირველ კორპუსში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, მეშვიდე კორპუსში, მეთერთმე ანუ ბიოლოგების კორპუსსა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კორპუსში.

myquiz