თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე ხანძარია | Allnews.Ge

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მუშაობს.

myquiz