შავნაბადაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი ანთებული სანთელი გახდა | Allnews.Ge

შავნაბადაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი ანთებული სანთელი გახდა

შავნაბადას მონასტერთან მდებარე კელიებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცალკეული ხანძრის კერებს ამუშავებენ.

დამწვარია შენობის მეორე სართული. ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.

სასულიერო პირები მომხდარზე ჟურნალისტებთან არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ანთებული სანთელი გახდა.

myquiz