ახალი დეტალები მამაკაცზე, რომელმაც გუშინ "საქართველოს ბანკში" თავი მოიკლა | Allnews.Ge

ახალი დეტალები მამაკაცზე, რომელმაც გუშინ "საქართველოს ბანკში" თავი მოიკლა

"საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრი, რომლის დაყაჩაღების მცდელობისას ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა, დღეს არ მუშაობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდა. სერცის ცენტრი ექსპერტ-კრიმინალისტებმა, ანაბეჭდების აღების მიზნით სპეციალური საშუალებებით დაამუშავეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ შეიმჩნევა სისხლის კვალი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი პირი ადგილობრივია და წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა.

"ამ უბნელი იყო როგორც ვიცი, მაგრამ ზუსტად სად ცხოვრობდა არ ვიცი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მათივე თქმით, პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა "საქართველოს ბანკის" შენობის უკან მდგარ მანქანასთან, რომლითაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი გადაადგილდებოდა. ავტომანქანა სამართალდამცველებმა გამთენიისას წაიყვანეს.

შეგახსენებთ, შემთხვევა წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა.

myquiz