ფოთში კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა | Allnews.Ge

ფოთში კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით კი ბავშვი რეანომობილით ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები თავის არეში და ასევე მთელ სხეულზე აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

myquiz