13.09.2017 / 16:01
შრიფტის ზომა:

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

უწყების ცნობით, სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

ასევე მაშველები სანაპიროზე მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, რომ საშტორმო მდგომარეობის დასრულებამდე ზღვაში არ შევიდნენ.