როდისთვის უნდა ველოდოთ წვიმას - სინოპიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

როდისთვის უნდა ველოდოთ წვიმას - სინოპიკოსების პროგნოზი

კვირის განმავლობაში ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლებელია, საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ხანმოკლე წვიმა, შესაძლოა, 15, 16 და 17 სექტემბერს დაფიქსირდეს.

"ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღეს დასავლეთ საქართველოში 28-33 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი. ასეთი ტემპერატურა შენარჩუნდება კვირის ბოლომდე," - განმარტავს სინოპტიკოსი.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე აგრილება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

myquiz