ავარია ბათუმში - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეჯახა | Allnews.Ge

ავარია ბათუმში - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეჯახა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. 3 დაზარალებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი არასრულწლოვანი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტრპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია

მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს შესაძლოა სპეციალური ნებართვები დასჭირდეთ

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ავარიების 2017 წლის სტატისტიკა

myquiz