"საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ბანკი" წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს ბანკის" წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა.

"ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. "საქართველოს ბანკი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით",- ნათქვამია განცხადებაში.

myquiz