იხილეთ ფოტოები თბილისის მეტროს განახლებული ვაგონებიდან | Allnews.Ge

იხილეთ ფოტოები თბილისის მეტროს განახლებული ვაგონებიდან

2017 წელს კომპანია მგზავრებს სთავაზობს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს, რომელთა განახლება მოხდა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში. მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს მოემსახურება 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი, საიდანაც 4 უკვე მზად არის და გადაეცა სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში, კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი ჩაუტარა 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება.

myquiz