საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და წვიმა ელჭექით | Allnews.Ge

საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და წვიმა ელჭექით

დღეს საღამოს და ხვალ დილით თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 12 სექტემბერს, თბილისში 28-30 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება:

"ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი," - განმარტავს დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსის თქმით, 14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - "14 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა მხოლოდ დღეს და ხვალაა მოსალოდნელი. 13-14 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსამდე მოიმატებს," - აღნიშნავს დოდო გვაზავა.

რაც შეეხება დღევანდელ ამინდს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსი იქნება. მომდევნო დღეებში კი ტემპერატურის კლება და აგრილება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

myquiz