თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება | Allnews.Ge

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის და ჯავახეთის შესახვევის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09:30 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. ზურგოვანის, სოფ. დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გვიმრაძის, კოსტავას, საბურთალოს, პანკისის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, გაბაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ნოსტეს, მუშათა, ძმობის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და გუდაუთის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ვეძათხევის, ლოჭინის, არაგვისპირელის და ადიგენის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების, მუხიანის IVა მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

myquiz