6 წლის ბავშვს, რომელსაც მეტროს ესკალატორში ფეხი მოყვა, მცირედი დაზიანებები აღენიშნება
6 წლის ბავშვს, რომელსაც მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორში ფეხი მოყვა, მოტეხილობა არ აღენიშნება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"" ინგოროყვას სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბავშვს მცირე დაზიანებები აღენიშნება და მას კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პრესსამსახურის ცნობით, მოზარდი კონტაქტურია და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
6 წლის ბავშვს მეტროს ესკალატორში ფეხი გუშინ მოყვა.