09.09.2017 / 15:27
შრიფტის ზომა:

ართანას მოსახლეობა კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩართვას ითხოვს

ართანას მოსახლეობა კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩართვას ითხოვს. ადგილობრივები მოხალისეებზე დაყრდნობით ცეცხლის ახალი კერების არსებობაზე საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, ცოცხალი ძალა ხანძრის სრულ ლიკვიდაციას ვერ მოახდენს.

მოსახლეობას საგანგებო შტაბში უპასუხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, ახალი კერები არ არსებობს. დაკვამლიანება კი რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია, რაც პანიკის საფუძველს არ იძლევა.