ახალშობილებს საქართველოს მასშტაბით მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურები გადაეცემათ | Allnews.Ge

ახალშობილებს საქართველოს მასშტაბით მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურები გადაეცემათ

სამშობიარო სახლების ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით უფასოდ მომარაგება დაიწყო – პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმისა და ახალი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. ახალშობილის საიდენტიფიკაციო პირველი სამაჯურები, თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში დაბადებულ ჩვილებს უკვე მოარგეს.

სერვისების განვითარების სააგენტო ასევე იუწყება, რომ ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურები უსაფრთხო, ანტიალერგიული და მაღალტექნოლოგიურია.

აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: "დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში".

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDC Healthcare -სგან მიიღო. PDC სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება.

რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა

რა იწვევს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას საქართველოში?

myquiz