ზაჰესში ხანძარი ლიკვიდირებული ჯერ კიდევ არ არის | Allnews.Ge

ზაჰესში ხანძარი ლიკვიდირებული ჯერ კიდევ არ არის

ზაჰესში ფერდობებზე ხანძრის სრულად ლიკვიდაციისთვის მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ მუშაობენ. ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

კვამლი ფერდობებზე უკვე აღარ შეინიშნება. როგორც ადგილზე მეხანძრეებმა განაცხადეს, ხანძრის სრული ლიკვიდაცია უმოკლეს პერიოდში მოხდება.

ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზე, ბუჩქებსა და ბალახს მოედო. ხანძარი აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად გუშინაც გაჩნდა.

myquiz