ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო | Allnews.Ge

ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო.

როგორც პარლამენტის სხომაზე დანელიამ განაცხადა, შესაძლოა, მავნებელთან ბრძოლაში გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვის საჭიროება გახდეს აუცილებელი, ვინაიდან დეპუტატის განმარტებით, ფაროსანა გამოსაზამთრებლად ტყეებში გადაინაცვლებს.

რა არის ფაროსანა, იგივე "ცუანა", რამაც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

"აზიური ფაროსანას მიმართულებით ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით ჩასული სხვადასხვა რაიონში, სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება. თუმცა ერთიც არის, ეს პრობლემა ცდება სოფლის მეურნეობის მასშტაბებს და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ ტყეებში, რათა გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება იქნება აუცილებელი. არ არის გამორიცხული ავიაციის ჩართვაც გახდეს აუცილებელი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მავნებელი შემოვიდა გალის რაიონიდან და დანელია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონთან, სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს.

"სამომავლოდ, მომავალი წლისთვის პრევენციული ღონისძიებების ნაწილში მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ, გამოყონ რესურსი, რაც აუცილებელი იქნება სწრაფი რეაგირებისთვის", - აღნიშნა დეპუტატმა.

დანელიამ სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

myquiz