საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა | Allnews.Ge

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ისრაელში მასპინძელი გუნდი დაამარცხა.

დაძაბული შეხვედრა, რომელიც ოვერტაიმში გადავიდა, ანგარიშით 104:91 დამთავრდა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა მოუგროვდა და ამ ეტაპზე საფლეიოფო ზონაშია. უკანასკნელ ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება, საქართველო იტალიას დაუპირისპირდება.

myquiz