აჭარის მთავრობამ ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის თურქეთს მიმართა | Allnews.Ge

აჭარის მთავრობამ ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის თურქეთს მიმართა

ხულოში, შავნაბადას მთაზე დაკვამლიანობამ მოიმატა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, დახმარების თაობაზე თურქეთს მიმართეს. საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება. შავნაბადას მთაზე ხანძრის ოთხი კერა ფიქსირდება.

500 მაშველი-მეხანძრე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს. მძიმე ტექნიკა კი სახანძრო მანქანებისთვის გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს. ადგილზე ადგილობრივი მთავრობა იმყოფება.

myquiz