ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს | Allnews.Ge

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივება გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს.

myquiz