საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე დღეს უკრაინას დაუპირისპირდება | Allnews.Ge

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში B ჯგუფის აუტსაიდერს, უკრაინას შეხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: მაიკ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია (კაპიტანი), თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი, გოგა ბითაძე, ანატოლი ბოისა, ლაშა გამყრელიძე, ილია ლონდარიძე, დუდა სანაძე და გიორგი შერმადინი. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბერძენი ილიას ზუროსია.

საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ერთხელ კი დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ შეხვედრაში ლიტვას მოუგო ანგარიშით 79:77, ხოლო გუშინ გერმანიასთან დამარცხდა - 57:67.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს ლიტვასთან, 4-4 ქულით ჯგუფს იტალია და გერმანია ლიდერობენ, ხოლო 2-2 ქულით ბოლო ადგილებზე ისრაელი და უკრაინა იმყოფებიან.

B ჯგუფის შეხვედრები ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში მიმდინარეობს.

myquiz