როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

7 სექტემბრამდე საქართველოში უმეტესად ცხელი ამინდები შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 6 სექტემბრის ჩათვლით სანაპირო რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-30 გრადუსი იქნება; სამეგრელოსა და იმერეთის დაბლობ რაიონებში 34-36 გრადუსი; მთიან რაიონებში - 35 გრადუსამდე დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი არსებული ტემპერატურა შენარჩუნდება. კერძოდ, კახეთში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსი იქნება; თბილისში - 36-37 გრადუსი.

ამასთან,ამაღამ საქართველოს სამხრეთ და ჩრდილოეთ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

myquiz