რამდენს უხდის სახელმწიფო დეკრეტში გასულ მშობლებს საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენს უხდის სახელმწიფო დეკრეტში გასულ მშობლებს საქართველოში?

2017 წელს ორსულობის, მშობიარობის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დეკრეტული შვებულებით 8 673 ქალმა ისარგებლა, მამაკაცებს კი წელს დეკრეტული შვებულება არ გამოუყენებიათ. ხოლო 2016 წელს მამაკაცების დეკრეტულ შვებულებაში გასვლის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემები.

საქართველოში მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება მშობლისთვის მაქსიმუმ 730 დღითაა შესაძლებელი. კანონმდებლობის მიხედვით, დეკრეტული შვებულების აღების შემთხვევაში, საჯარო სექტორში დასაქმებულ მშობლებს სახელმწიფოს მხრიდან ფულადი ანაზღაურება მხოლოდ 183 დღეზე 1 000 ლარის ოდენობით ერიცხებათ, ხოლო ტყუპების გაჩენის, საკეისრო კვეთის ან მშობიარობის გართულების შემთხვევაში 200 დღეზე.

მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველას დაუფინანსდება

გარდა ამისა, საჯარო სექტორში დასაქმებულ მშობელს უფლება აქვს, დეკრეტული შვებულებისთვის განსაზღვრული დღეები მისთვის სასურველ პერიოდზე გადაანაწილოს და ერთდროულად არ გამოიყენოს, რისი საშუალებაც მას კერძო სექტორში არ ეძლევა.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას სახელმწიფო კერძო სექტორს არ ავალდებულებს, ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ საჯარო და კერძო სექტორებში მამის დეკრეტული შვებულება განსხვავებულად რეგულირდება. კერძოდ, თუ დედამ დეკრეტული შვებულებით არ ისარგებლა, საჯარო სექტორში დასაქმებულ მამას დეკრეტული შვებულების 90 დღით აღების უფლება აქვს, რაც კერძო სექტორზე არ ვრცელდება.

რა ღირს საქართველოში ბავშვის გაჩენა

განსხვავებული წესი მოქმედებს ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაშიც, რადგან ორივე სქესის დასაქმებულს 550 დღე ეძლევა, აქედან ანაზღაურებადი კი 90 დღეა. ანაზღაურება ამ შემთხვევაშიც 1 000 ლარია.

რაც შეეხება პროცედურებსა და დოკუმენტაციას, დეკრეტული შვებულებისა და ანაზღაურების მისაღებად მშობელს ესაჭიროება მის სახელზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი.

დეკრეტული შვებულება მამებისთვის - ქვეყნები, სადაც მამები საუკეთესო პირობებით სარგებლობენ

გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა დეკრეტული შვებულებისთვის განსაზღვრული თანხის გაცემას დედის გარდაცვალების შემთხვევაშიც ითვალისწინებს, – "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი," – ნათქვამია შრომის კოდექსში.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის განმავლობაში დეკრეტულ შვებულებებზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობამ 8 544 420,27 ლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის ინფორმაციით, "ორსულობის, მშობიარობის და ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების" დახმარება 13 439 292,61 ლარის ოდენობით, მათ შორის 1 მამაკაცზე 1000 ლარის ოდენობით გაიცა.

myquiz