მაშინაც კი, როცა მეტოქემ 12 ქულით გაგვასწრო, ბრძოლა განვაგრძეთ, ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით - თორნიკე შენგელია | Allnews.Ge

მაშინაც კი, როცა მეტოქემ 12 ქულით გაგვასწრო, ბრძოლა განვაგრძეთ, ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით - თორნიკე შენგელია

მაშინაც კი, როცა მეტოქემ 12 ქულით გაგვასწრო, თავი არ დაგვიხრია, ბრძოლა განვაგრძეთ, ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით, - ამის შესახებ კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტზე ლიტვასთან მოგების შემდეგ განაცხადა.

როგორც თორნიკე შენგელიამ აღნიშნა, საქართველოს ნაკრები ელოდა, რომ თამაში თანაბარი და დაძაბული იქნებოდა.

"ლიტვა ჯგუფის ფავორიტია და მის დასამარცხებლად მაქსიმალური მობილიზება გვჭირდებოდა. მაშინაც კი, როცა მეტოქემ 12 ქულით გაგვასწრო, თავი არ დაგვიხრია, ბრძოლა განვაგრძეთ, ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით.

დიდი ნაბიჯი გადავდგით თურქეთისკენ, სწორედ პლეი ოფში გასვლაა ჩვენი პირველი ამოცანა. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით", - განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში ლიტვა ანგარიშით 79:77 დაამარცხა. შეხვედრაში უპირობო ფავორიტად ლიტვა ითვლებოდა, თუმცა საქართველომ მეტოქე დაამარცხა და ევრობასკეტზე პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა (29) თორნიკე შენგელიამ მოაგროვა.

შემდეგ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 2 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

myquiz