საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი ისრაელში არ შეუშვეს | Allnews.Ge

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი ისრაელში არ შეუშვეს

თელ-ავივის აეროპორტში, გუშინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი ავრცელებს.

როგორც აბაიშვილი აცხადებს, 6-საათიანი დაკავების შემდეგ 31 პირიდან საპასპორტო კონტროლის გავლა მხოლოდ 20-მა შეძლო, 11 კი დეპორტაციისთვის იზოლატორში გადაიყვანეს.

"აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ. გუშინ, თელ- ავივის აეროპორტში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს.

6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, 11 კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს, მათ შორის, ჩვენი ნაკრების წევრის, დუდა სანაძის ძმაცაა. სამწუხაროდ, ებრაელებს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდათ და ისტორიული მადლიერების გრძნობაც აშკარად ღალატობთ", - აცხადებს მიხეილ აბაიშვილი.

myquiz