"თელასი" აბონენტებს მიმართავს | Allnews.Ge

"თელასი" აბონენტებს მიმართავს

სს "თელასი" აბონენტებს ახალ აბონენტად დარეგისტრირებისთვის ურჩევს, რომ აბონენტების მომსახურების ცენტრს მიმართონ ან ისარგებლონ ონლაინ რეგისტრაციის სერვისით ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.

"სს "თელასის" ახალ აბონენტად დარეგისტრირებისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიის სათაო ოფისში, ან ისარგებლონ ონლაინ რეგისტრაციის სერვისით ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.

შესაბამისი საბუთების მიღებას აბონენტების მომსახურების ცენტრი კომპანიის სათაო ოფისში, ვანის ქ. №3-ში, წარმოებს ყოველდღიურად 09:00 საათიდან 16 :00 საათამდე, უქმე დღეების გარდა.

ვებ-გვერდის საშუალებით საბუთების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღიურად 09:00 საათიდან 18 :00 საათამდე უქმე დღეების გარდა - my.telasi.ge ("ახალი აბონენტი")", - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz