დიღომში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

დიღომში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დიღომში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ავტომობილი მეორეს უკნიდან დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

myquiz