3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კონტაქტური გახდა | Allnews.Ge

3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კონტაქტური გახდა

3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმების განმარტებით, ის დღეს დილიდან კონტაქტური გახდა.

ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ჯერჯერობით, დაშავებულისთვის ოპერაციის გაკეთება არ არის სავალდებულო, რადგან იმედოვნებენ, რომ თავის ტვინში გაჟონილი სისხლი ნელ-ნელა გაიწოვება და მცირეწლოვანის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

შეგახსენებთ, რომ სამ წლამდე ასაკის ბიჭი ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გუშინ გადმოვარდა.

myquiz