ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა | Allnews.Ge

ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა

პეკინისა და ბახტრიონის კუთხეში მდებარე ბუკიას ბაღში, ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა, - ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

მათი ცნობით, მოქალაქეებს მობილური ტელეფონების და სხვადასხვა მოწყობილობის დამუხტვა უკვე ადგილზე შეეძლებათ.

დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგეობასა და შპს SOLARTIA GROUP-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დამონტაჟდა.

მიმდინარე წელს საქართველოში ელექტრომობილის 100-მდე დამტენი დამონტაჟდება

myquiz