აბასთუმნის ტყეში ხანძარია | Allnews.Ge

აბასთუმნის ტყეში ხანძარია

აბასთუმნის ტყეში ხანძარია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთვება ვერტმფრენიც.

ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.