მეტროს მგზავრებს შემოდგომიდან სიახლეები ელით | Allnews.Ge

მეტროს მგზავრებს შემოდგომიდან სიახლეები ელით

მოქალაქეები მალე მეტროს რვა მოდერნიზებული ვაგონით მგზავრობას შეძლებენ, რომლებშიც მობილური ტელეფონის დამუხტვა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მოდერნიზებული ვაგონები ვიზუალით ამჟამად არსებული ვაგონებისგან განსხვავებული იქნება.

"ასევე მოქალაქეებს ელოდებათ სიურპრიზი, რომელსაც ჯერ არ ვამხელთ," – აღნიშნავენ კომპანიაში.

მეტროს ვაგონები ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, შემოდგომიდან შევა, ვინაიდან ამ ეტაპზე მათი რეაბილიტაცია და მოდერნიზება მიმდინარეობს.

myquiz