გორის გვირაბთან ხანძარი ლიკვიდირებულია | Allnews.Ge

გორის გვირაბთან ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის გვირაბთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლის ჩაქრობაზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის მეხანძრეებმა ბალახზე გაჩენილი ხანძარის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

myquiz