რუსთავში ცხოველის წამების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა | Allnews.Ge

რუსთავში ცხოველის წამების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

რუსთავში ცხოველის წამების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრების" ხელმძღვანელმა ირინა ლიკლიკაძემ განუცხადა, მეცხრამეტე მიკრორაიონში "ლეკვს ფეხები დააჭრეს და პატრონს კარებთან მიუგდეს".

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რუსთავში ეს ბოლო ორ თვეში ცხოველის წამების მეხუთე ფაქტია. წინა შემთხვევებში ინციდენტში მონაწილე პირებს სასამართლომ სოლიდური ფინანსური სანქცია დააკისრა.

myquiz