ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა | Allnews.Ge

ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მცირეწლოვანი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე, ბავშვთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელი მისთვის სადილს ამზადებდა, რა დროსაც ბავშვი ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.

3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, უკიდურესად მძიმეა

ექიმების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს, ასევე არის მცირე სისხლჩაქცევა ტვინის არეში, რის გამოც ბავშვის თბილისში გადაყვანა იგეგმება.

myquiz