ვის ეკრძალება ყურძენი | Allnews.Ge

ვის ეკრძალება ყურძენი

ყურძენი - გემრიელი და მაღალკალორიული ხილია. სხვადასხვა ჯიშისა და მოშენების ადგილის მიხედვით, ყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი გლუკოზას და ფრუქტოზას.

მათ გარდა, ყურძენში სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და სხვა შაქრის მსგავსი ნივთიერებები. გლუკოზა იდეალური ენერგეტიკული ნივთიერებაა, რომელიც ყურძნის მიღების შემდეგ სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება.  ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები, წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიისა და კობალტის სახით.

ზაფხულის ხილი: ვიცოდეთ რითია სასარგებლო ატამი

ვის არ ეჭმევა ნესვი

რა დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი საზამთროს მიღებით

ყურძნის მიღება არ შეიძლება: (!)

• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;

• კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;

• ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;

გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;

ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს;

• ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.

ყურძენი - შესანიშნავი აღმდგენი და მატონიზებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B ვიტამინს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი - კალიუმის კარგი წყაროა.

100 გრამი ყურძენი შეიცავს:

1. წყალს - 80.2 გ;

2. ცილას - 0.6 გ;

3. ცხიმს - 0.2 გ;

4. ნახშირწყლებს - 16.8 გ;

5. მონო- და დისაქარიდებს - 15გ;

6. ბოჭკოვანას - 0.6 გ;

7. პექტინს - 0.6 გ;

8. ორგანულ მჟავებს - 0.84 გ;

9. კალიუმს - 255 მგ;

10. კალციუმს - 30 მგ;

11. მაგნიუმს - 17 მგ;

12. ნატრიუმს - 26 მგ;

13. ფოსფორს - 22 მგ;

14. რკინას - 600 მგ;

15. კობალტს - 2 მგ;

16. მანგანუმს - 90 მგ;

17. სპილენძს - 80 მგ;

18. მოლიბდენს - 3 მგ;

19. ფთორს - 12 მგ;

20. თუთიას - 91 მგ;

21. ვიტამინ A-კაროტინს;

22. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) - 6 მგ;

23. ვიტამინ B1-ს (თიამინი) - 0.05 მგ;

24. ვიტამინ B2-ს (რიბოფლავინი) - 0.02 მგ;

25. ვიტამინ B9-ს (ფოლიუმის მჟავა) - 4 მგ;

26. ვიტამინ PP-ს (ნიაცინი) - 0.3 მგ;

27. კალორია - 65 კალორია

 

ზაფხულის ხილი: რა უნდა ვიცოდეთ გარგარზე

როგორ უნდა ვიკვებოთ დღის განმავლობაში და როდის სჯობს ხილის ჭამა

myquiz