გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში იწვიმებს | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში იწვიმებს

ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განაცხადეს, შენარჩუნდება ქარი იმავე სიძლიერით, როგორც წინა დღეებში.

"ბორჯომის ხეობაში დღეს და ხვალ ქარის ჩადგომა არ არის ნავარაუდევი. ქარი იქროლებს დაახლოებით იმავე სიძლიერით, როგორც წინა დღეებში. რაც შეეხება ნალექს, დღის მეორე ნახევარში და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა", - აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.

myquiz