გურიაში ავარიის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი კლინაკაში პოლიტრავმით მიიყვანეს - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი | Allnews.Ge

გურიაში ავარიის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი კლინაკაში პოლიტრავმით მიიყვანეს - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 54 წლის მამაკაცი ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ნესტან სურგულაძის ინფორმაციით, მამაკაცი კლინაკაში პოლიტრავმით შეიყვანეს, მას სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება. მოცემული მომენტისთვის, დაშავებულს უტარდება პირველადი გადაუდებელი დახმარება, გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა.

ნესტან სურგულაძის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ნეიროქირურგიის საჭიროებების გამო ის შეიძლება ბათუმში გადაიყვანონ.

გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

თვითმხილველების ინფორმაციით ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა, შემთხვევის სედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.